სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ამ საგანს სკოლაში მეტი საათი უნდა ეთმობოდეს“ - მასწავლებლობის მსურველები დასაქმებაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ
16-07-2024
-
+


მასწავლებლებისთვის სამოქალაქო განათლების გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს. აპლიკანტებმა, ტესტირებამდე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარეს ზოგადად საგნის შესახებ:

ანუშ გრიგორიანი: „მეორედ გავდივარ გამოცდაზე. ორი პროფესია მაქვს, ვარ იურისტი და ამასთანავე პედაგოგი. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლება სკოლაში საკმაოდ კარგად ისწავლება, საათობრივი დატვირთვაც სავსებით საკმარისია, ვინაიდან სხვა საგნებიც მოაქციეს ამ ჭრილში. მე-3, მე-4 კლასში მე და საზოგადოებას ასწავლიან, მერე ისწავლება „ჩემი საქართველო“ და მერე, „სამოქალაქო განათლებას“. საფუძვლით აქვთ, მანამ სანამ უშუალოდ სამოქალაქო განათლების სწავლას დაიწყებენ. ახლა ინფორმაციის მიღება ძალიან მარტივია, ვიდრე ჩემი მოსწავლეობისას იყო. ეს საგანი არაერთ სფეროს აერთიანებს: სოციოლოგიას, ეკონომიკას, იურიდიულს და ა.შ. ვისაც ამ მიმართულებით ენდომება სწავლის გაგრძელება, ეს დაეხმარებათ. ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც მოსწავლეები ამ საგნით სწავლობენ, საკუთარი უფლებებია, იციან როგორ დაიცვან თავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე კი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, იციან ვალდებულებებიც და იაზრებენ, რომ არიან საზოგადოების ნაწილი“.

მარიამ ბეშიძე: „საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანია „სამოქალაქო განათლება“. ვფიქრობ, მეტი დრო და საათი რომ ეთმობოდეს სკოლებში მის სწავლებას, კარგი იქნებოდა. მოიცავს გეოგრაფიას, ისტორიას. უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული ეს საგანი ვფიქრობ. ბავშვები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს სწავლობენ. იაზრებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებს. სამოქალაქოს მასწავლებელს ღირსეული მოქალაქის აღზრდა შეუძლია. პროფესიით პოლიტოლოგი ვარ და ძალიან ჰგავს ეს პროფესიები ერთმანეთს და ამიტომ გადავწყვიტე წელს გამოცდაზე გასვლა. თან საკუთარ თავსაც გამოვცდი”.

თამარ ბერიძე: „პირველად გავდივარ გამოცდაზე, დიდი სურვილი მაქვს, სკოლაში დავიწყო მუშაობა და დავსაქმდე პედაგოგად. მსმენია, რომ ახალი კადრები რთულად საქმდებიან საჯარო სკოლებში, თუმცა არ მაქვს პირადი გამოცდილება და არ ვიცი, რამდენად გამიმარტივდება დასაქმება, ალბათ კონკურსი იქნება და შეფასების საფუძველზე მიენიჭებათ უპირატესობა კადრებს. რაც შეეხება ამ საგნის სწავლებას, უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ბავშვებისთვის, ყველამ უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის სამართლის შესახებ. მგონია, რომ საკმარისი საათები ეთმობა ამ საგანს სკოლაში“.

„არ ვარ ჯერჯერობით დასაქმებული სკოლაში, მაგრამ ყოველთვის მინდოდა პედაგოგად მუშაობა. მგონია, რომ თუ კარგად გავართმევ თავს გამოცდებს, სკოლაშიც დავსაქმდები. მყავს მეგობრები, რომლებსაც სკოლაში მუშაობის დაწყება ძალიან რთული ეგონათ, მაგრამ მათი ცოდნა და გამოცდილება დაფასდა - დღეს პედაგოგები არიან. კონკურსი მნიშვნელოვანია, რომ დამსახურებულად აიყვანონ კადრები. რაც შეეხება ამ საგანს, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია. სამოქალაქო განათლება ყველაფერს გასწავლის, ქვეყნის ისტორიას და მის სიყვარულს. ბავშვები იაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი ქვეყნისთვის. ისინი ერთმანეთის პატივისცემას ეჩვევიან. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ბევრი პრაქტიკული სამუშაო უნდა ჩატარდეს, რათა მოსწავლეც დაინტერესდეს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება