სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხვალ, 5 ივლისს გამოცდა უფროსი სპეციალური მასწავლებლებისა და სტუდენტთა საგრანტოს მსურველებისთვის ჩატარდება - საგამოცდო მარშრუტები და სხვა დეტალები
04-07-2024
-
+


5 ივლისს მეორე სესიაზე ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.  ტესტირებაზე რეგისტრაცია აპლიკანტებისთვის 14:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 4 საათი გაგრძელდება, ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი. 

იხილეთ, 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას 3 000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს. გამოცდა. გამოცდა 2 საათი და 35 წუთი გაგრZელდება, ხოლო ტესტის მაქსიმალური ქულაა - 42. 

გთავაზობთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი

გამოცდაზე გასვლელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: 
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და  შედის საკუთარ  გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სკოლის დირექტორმა მიულოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, კარმენ გომციანს გაწეული შრომისთვის

ვიზიტორებმა ექსკურსიის ფარგლებში, თანმხლები პირის დახმარებით, ნახეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს
 
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება