TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თელავის ბაღების აღსაზრდელებს „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ  - წიგნი+რვეული პატარებს წიგნიერების სამყაროში ამოგზაურებს
04-07-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელი თელავის მკვიდრი მომავალი პირველკლასელებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სიახლით დაიწყება - მათ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვება და მოამზადებს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველია; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. 

თელავის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა საჩუქრად. ამ დღეს თელავში წიგნიერების, სიკეთის და სიყვარულის ნამდვილი დღესასწაული იყო, რომელიც „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, ათასფრად მოციმციე ფოიერვერკად დარჩება პატარების გულებში. ამ ჯადოსნურ ღონისძიებას კი ესწრებოდნენ: თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყურშიტაშვილი, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ მაისურაძე, სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები. 

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა დეტალურად შეიტყვეს, თუ რა დატვირთვა აქვს „პირველკლასელთა აკადემიას“ და რაოდენ დიდი მნიშვნელობა - მომავალი მოსწავლეებისთვის. ამ სახელმძღვანელოს უნიკალობა კი იმაშია, რომ ღირსეულ როლს ასრულებ მომავალი თაობების განათლების საქმეში, ეხმარება ცოდნის მიღებაში და უქმნის საფუძველს, იყვნენ წარმატებულები.

თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამუნა მაისურაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სკოლაში ბავშვები მომზადებულები წავიდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები და ამაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს ძალიან ეხმარება „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც სრულად პასუხობს ახალი კურიკულუმის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს:

„მოგეხსენებათ, იწყება ბაღების ავტორიზაციის პროცესი, მიმდინარეობს ახალი კურიკულუმის დანერგვა სკოლამდელ დაწესებულებებში, ჩვენი აღმზრდელები გადიან ტრენინგებს... და ასეთ დროს თითოეული სწორად მიმართული რესურსის გამოყენება წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უკვე მესამე წელია ახორციელებს „პირველკლასელთა აკადემიის“ შესყიდვას სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვებისთვის; სახელმძღვანელოში მოცემული თანამედროვე გაკვეთილების ციკლი საშუალებას გვაძლევს ჩვენი აღსაზრდელები სასკოლო ცხოვრებისთვის მოვამზადოთ.

აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ არაქართულენოვანი ბაღებისთვის, „პირველკლასელთა აკადემია“ აზერბაიჯანულად ითარგმნა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს - „მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის“, - დასძინა თელავის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამიერიდან, თელავის მკვიდრი პატარები, „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, უფრო თავდაჯერებულები შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები
I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება