სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება 24 ივნისიდან შეეძლებათ იმ პირებს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს
22-06-2024
-
+


იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულების შესახებ სრული მონაცემები 24 ივნისიდან გადაიგზავნება ბაზაში. შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სწორედ 24 ივნისის შემდომ ურჩევენ კურსდამთავრებულებს. 

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  მიღების მოთხოვნით განცხადებას უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 
  • 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს.

დაინტერესებულმა პირმა პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის  შემთხვევაში - დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება