სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„არის ბევრი სკოლა, რომელიც ხეხილს უვლის და კარგი მეურნეობა აქვს“- როგორ მიმდინარეობს გარემოსდაცვითი აქტივობები ახალციხეში
05-06-2018
-
+


ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის თითოეულ მასწავლებელს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად კოლხური ბზის ნერგი გადაეცათ. 

პარალელურად, გასულ წელს, ამავე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ხის ნერგი მიიღეს, რომლებიც სასწავლებლების ეზოში დარგეს. Etaloni.ge დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს გარემოსდაცვითი პროცესი მუნიციპალიტეტში, რაზეც ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე გვესაუბრა. 

- ქალბატონო ხათუნა, ცოტა ხნის წინ სკოლებმა სასიამოვნო და საჭირო აქტივობა განახორციელეს - ბზის ნერგები დარგეს. როგორია შედეგები, გაიხარეს მცენარეებმა?

- დიახ, ნერგები მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლას და კონკრეტულად, მასწავლებლებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გადაეცათ. ეს არის წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარე და მისი დარგვით ენდემური სახეობის გავრცელებასაც შევუწყვეთ ხელი. 980 მასწავლებელი გვყავს და ახლა უკვე თითოეულ ამ ოჯახში, რომელთაც ნერგები გადაეცათ, ხარობს ეს მცენარე. 

- საკმაოდ სპეციფიკური მცენარეა... 

- ჩვენ მის გამრავლებასთან დაკავშირებული ბუკლეტებიც მივიღეთ, შესაბამისად, სკოლებმა იციან თუ როგორ უნდა მოუარონ ამ ნერგებს. თვალს ვადევნებთ პროცესს და შედეგები კარგია.  

- კოლხური ბზის გარდა სკოლებს სხვა მცენარეებიც ხომ არ დაურგავთ? 

- ჩვენ გასულ წელს მე-12 კლასელებსაც სხვადასხვა ხის ნერგი ვაჩუქეთ, რომლებიც, ასევე, სკოლების ეზოში დაირგო. მოსწავლეები მათ დღემდე უვლიან. ეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ეხებოდა. სულ 650 ნერგი იყო, რომელთა შორის გახლდათ მუხა, თელა და სხვა. 

- რაც შეეხება მცირე ბაღებსა და ფერმებს, ამგვარ აქტივობასაც ხომ არ ახორციელებს რომელიმე სკოლა? 

- არის ბევრი სკოლა, რომელიც ხეხილს უვლის და კარგი მეურნეობა აქვს. მაგალითად, ხეოთში. ეს სკოლა ვიცი, რომ ამ პროცესს დიდ ყურადღებას უთმობს. 

- უახლოეს მომავალში რას გეგმავთ? 

- საერთოდ, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN); ასევე, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 დაიწყო, სადაც სკოლები კვლავ ჩართულნი არიან და შესაბამისად, მსგავსი აქტივობები განხორციელდება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება