სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-ს ღონისძიების მონაწილეები პატრიარქმა დალოცა - „ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის ღვთისსათნოდ იღვწის“
27-05-2024
-
+


„საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტიც“, რომლის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მომდინარეობს და რომელსაც ერთგულ იზრუნელებსა თუ მათ მშობლებთან ერთად, საპატიო სტუმრები, izrune.ge-სა და „ეტალონის“ თანამოაზრეები და განათლების სფეროს გულშემატკივრები ესწრებიან.

მათ შორის გახლავთ მამა იოანე, საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომელმაც პატრიარქის კურთხევით დალოცა ღონისძიების მონაწილეები, სტუმრები და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიმართვა-წერილი გადასცა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.

პატრიარქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს წარმატებული მედიაპროექტით „ეტალონი“.

ამჟამად კი იგი გვაცნობს ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლე-ახალგაზრდების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისათვის მიზნად ისახავს მათი ცოდნის ამაღლების ხელშეწყობას. სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას, წახალისებას, და ამასთან ოჯახისა და სკოლის ურთიერთობების გაღრმავებას.

ეს უდიდესი საქმეა და ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს, ღმერთმა შეაძლებინოს ბატონ გოჩას და მის თანამდგომთ ყოველივე ამის განხორციელება ფართო მასშტაბით.

ღმერთმა დალოცოს ისინი და ყველა, ვინც ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის ღვთისსათნოდ იღვწის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

 


 

ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება