სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-ს მასშტაბური ღონისძიება - „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ პრეზენტაცია დაიწყო
26-05-2024
-
+


26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ასობით იზრუნელი, მათი მშობლები, საპატიო სტუმრები და მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომი ადამიანები... მაშ ასე - ყველაზე ეროვნული, ყველაზე მასშტაბური აღზრდა-განათლების პროცეს(ებ)ში ოჯახების სისტემურად ჩართულობის თანამედროვე ტექნოლოგიური ინიციატივის - „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ სამოქალაქო პრეზენტაცია გახსნილად გამოგვიცხადებია!

გეზი უცვლელი - განათლებული მომავალი თაობები, რომლებიც ქმნიან ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს!

წამყვანი უცვლელი - გოჩა ტყეშელაშვილი - „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების სულისჩამდგმელი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური ჩართულობის კვლევისა და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი!

მიზანი მასშტაბური და ურყევი - ახალგაზრდების განათლების სადარაჯოზე დგომა!


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაცია სახალხოა, რომელსაც ესწრებიან საპატიო სტუმრები და პროექტის თანამოაზრეები: გამორჩეული მოსწავლეები და მათი ოჯახები მთელი საქართველოდან, ასევე დარგის სპეციალისტები, პროექტის თანამოაზრეები და თამამად ვიტყვით - ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და მათი ოჯახები შეირჩა izrune.ge-ს შედეგების მიხედვით, რომლებსაც სპეციალური სახელობითი სერტიფიკატები გადაეცემათ.

მანამდე კი izrune.ge-ს შესახებ, ღნისძიების მონაწილეები გვესაუბრებიან:

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ზოგადად ძალიან მომწონს იზრუნეს ტესტები, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც სკოლაშიც მადგება. გავეცანი სულხან საბა ორბელიანის შემოქმედებას, რაც ყველაზე მეტად მომეწონა“, - გვითხრა გაბრიელ ჯალაღონიამ, მე 3 კლასის მოსწავლემ.

კატო სულაბერიძემ კი გაგვიმხილა, საქართველოს დროშა წამოვიღე, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეაო:

„ძალიან მიხარია. დღეს აქ რომ ვარ, ყველაფერი ძალიან ლამაზია... საქართველოს დროშა წამოვიღე, იმიტომ, რომ დღეს 26 მაისია. გაუმარჯოს საქართველოს!“

სიხარულს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა გაბრიელ თოდუა, რომელმაც აღნიშნა, რაც უნდა მოხდეს ყოველთვის ვასრულებ izrune.ge-ს ტესტებსო.

„ეს დღე ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. მე მასწავლებელი ვარ და ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ პროექტს. ძალიან მომწონს ეს პროექტი, ეს ინიციატივა. ბავშვებს ახალ უნარებს უვითარებს. განსაკუთრებით მომწონს სიტყვების ჩაშენება რომ აქვს. ხუთშაბათობით სიტყვების განხილვა რომ გაქვთ ეგ განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, რაღაც ეტაპზე რთული ეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ მოსწონთ ეს სავარჯიშო. ბევრ პროექტში ვართ ნამყოფი და ამ ინიციატივას გამოვარჩევდი” - განაცხადა პატარა იზრუნელის მშობელმა, ხატია ინჭკიამ. 

ინფორმაციისთვის:

პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა-განათლების პროცესში  თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიებით მათივე ოჯახების  მასობრივი: ჩართვა/დაინტერესება/წახალისება; საპრეზენტაციო პროექტი კი დაფუძნებულია აღზრდა-განათლების ლეგენდარული „ეტალონის“  პროექტების 17-წლიან ძალზედ წარმატებულ გამოცდილებაზე და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს კრეატიული სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის 7-წლიანი წარმატებული მუშაობის შთამბეჭდავ შედეგებზე. 

 

ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“

 


 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება