სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

ჩხოროწყუს „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
22-05-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი სამეგრელოში გრძელდება. 22 მაისს ღონისძიებას ჩხოროწყუ მასპინძლობს.

კირცხის N1 საჯარო სკოლაში, ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ.

 

ღონისძიების შედეგად გამოვლინდება 2024 წლის ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 

გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჩხოროწყუს 17 სკოლის 85 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ჯუმბერ იზორიამ და ჯანო პერტაიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ტყებუჩავამ.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება