სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თბილისის N133 საჯარო სკოლაში Izrune.ge - ზე დარეგისტრირება პრეზენტაციის პარალელურად დაიწყეს
30-05-2018
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრას თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.   

მოსწავლეებმა, მშობლებთან და პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და პორტალის ინოვაციურობითა და საგანმანათლებლო აზარტით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. 

სკოლის დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ izrune.ge - ს განათლების მომავალი უწოდა და სკოლის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 


მშობლების უმრავლესობა შეხვედრის დასრულებას აღარ დაელოდა და შვილების საგანმანათლებლო პორტალზე დარეგისტრირება პრეზენტაციის პარალელურად დაიწყო. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა. 

შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება