სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

რამდენ პირველკლასელს ელიან სკოლები - დირექტორები მოსწავლეთა კონტინგენტზე საუბრობენ
10-04-2024
-
+


საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული - პირველი ეტაპი, რომელიც სსსმ მოსწავლეებს ეხებოდა, დასრულებულია; მეორე ეტაპზე - პირველიდან 17 მაისამდე, ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც კონკრეტულ სკოლაში სწავლობს, რაც შეეხება მესამე ეტაპს - საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან 14 ივნისამდე გაგრძელდება.
 
ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში ის ბავშვებიც წავლენ, ვისაც 6 წელი 1-ელი დეკემბრამდე უსრულდება, რაც ნიშნავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უფრო მეტ პირველკლასელს ელიან.
 
არიან თუ არა მზად სკოლები მოსწავლეთა გაზრდილი კონტინგენტის მისაღებად და ზოგადად, რა მოლოდინია, განსაკუთრებით რეგიონის სკოლებში? - აქტუალურ საკითხზე, etaloni.ge-სდირექტორები ესაუბრებიან.
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის ნურადდინ აბბასოვი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, დიდი სიყვარულით შეხვდნენ პირველკლასელებს. რაც შეეხება მოლოდინს, ბატონი ნურადინის თქმით, 15 პირველკლასელის მიღება შეუძლიათ, თუმცა არსებული მონაცემებით, მხოლოდ 6 ბავშვს ელიან.
 
„სამწუხაროა, რომ მოსწავლეთა კონტინგენტი ნელ-ნელა იკლებს. სკოლას 15 პირველკლასელის მიღების საშუალება აქვს და 6-ს ველოდებით... სკოლა მზადაა ყველაზე უმცროსი მოსწავლეების დასახვედრად - ისინი პროფესიონალი მასწავლებლების დამსახურებით, კარგად ისწავლიან და ბევრ წარმატებას მიაღწევენ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე“, - აღნიშნა ბაითალოს საჯარო სკოლის ლიდერმა.
 
ხუთ პირველკლასელს ელოდებიან დმანისის მუნიციპალიტეტის ბაზაქლოს საჯარო სკოლაში, თუმცა როგორც დირექტორი, მაია ამიროვა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ეს მონაცემი სავარაუდოდ შეიცვლება: „ჯერჯერობით მხოლოდ 5 პირველკლასელს ველით... მოგეხსენებათ, რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვლება“.
 
მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სკოლას 10 პირველკლასელის მიღების შესაძლებლობა აქვს.
 
„მთავარია, რომ ბავშვებს დახვდებიან საოცარი, მოსიყვარულე, პროფესიონალი მასწავლებლები. ჩვენი პირველკლასელები უზრუნველყოფილნი იქნებიან მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მიიღებენ საფუძვლიან განათლებას“, - დასძინა ბაზაქლოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, მაია ამიროვამ.
 
„15-20 პირველკლასელს ველით“, - სიამაყით აცხადებს etaloni.ge-სთან მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰარამ ხალილოვი.
 
და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერს სიამაყის საფუძველი უდავოდ აქვს: ახლოლალოს საჯარო სკოლა საბაზოა და როგორც ბატონი მაჰარამი ამბობს, მისი მოსწავლეებისთვის სწავლა პრიორიტეტია. ისინი ჯერ სხვა სკოლაში, შემდეგ კი ან უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში განაგრძობენ განათლების მიღებას.
 
„მიხარია, რომ ჩვენი სკოლა ბავშვებს ისეთ ღირებულებებს უნერგავს, რაც მათ სამომავლო წარმატებას განსაზღვრავს. 15-20 პირველკლასელს ველით, რომელთაც უსაფრთხო გარემოსა და ყველა საჭირო რესურსს დავახვედრებთ“.
 
დოლხან ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბეითარაბჩის საჯარო სკოლის ხელმძღვანელიც დაახლოებით ხუთ პირველკლასელს ელის.
 
„ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თითოეული მოსწავლე და აქ მხოლოდ პირველკლასელებს არ ვგულისხმობ, უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რესურსებით. ყველაზე უმცროს მოსწავლეებს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დახვდებათ... ვფიქრობ, სწორედ ასეთი დეტალები განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის მოტივაციას, ისწავლონ კარგად, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და მიაღწიონ წარმატებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე“, აღნიშნავს ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი.
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალავარის საჯარო სკოლაში დაახლოებით 15 პირველკლასელს ელიან, თუმცა როგორც დირექტორი, მულქადარ ისმაილოვი ამბობს, 30 ბავშვის მიღების საშუალება აქვთ.
 
„იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრაცია არ დასრულებულა, ზუსტად თქმა, რამდენი პირველკლასელი გვეყოლება, ცოტა რთულია... დაახლოებით 15 მოსწავლეს ველით, თუმცა იმედი მაქვს ეს რიცხვი შეიცვლება“, - განაცხადა მულქადარ ისმაილოვმა.
 
სამაგიეროდ, 50-მდე პირველკლასელს ელის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მუსა ომაროვი.
 
„ამჟამად 32 პირველკლასელია რეგისტრირებული, თუმცა დაახლოებით 50 მოსწავლეს ველით... არც ადგილების რაოდენობის მხრივაა პრობლემა, რამდენი პირველკლასელიც დარეგისტრირდება, თითოეულ მათგანს, ალგეთის N1 საჯარო სკოლა დიდი სიხარულით შეხვდება“, - აღნიშნავს სკოლის ლიდერი.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება