სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს - პედაგოგებს სერტიფიკატი გადაეცემათ
05-04-2024
-
+


დასავლური ინტეგრაციის საკითხებით დაინტერესებული პედაგოგებისსთვის მასწავლებლის სახლი აცხადებს სემინარს „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო ინიციატივები და მოიპოვონ დაფინანსება.

სემინარის მიზანია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლის პედაგოგს (პრიორიტეტი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს).

სემინარის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე პედაგოგი გადამზადდება.

პროექტის მონაწილე პედაგოგებმა სემინარში მონაწილეობის შემდგომ, საკუთარ სკოლებში დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსებით უნდა შეიმუშავონ და განახორციელებენ საპროექტო ინიციატივები 2024 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ხოლო შემდგომ ეტაპზე, ღია კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა და დაფინანსდება 10 საუკეთესო პროექტის ავტორი (500 აშშ დოლარი).

ჩვენთვის საამაყოა, რომ პედაგოგების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება ინტერესი პროექტში მონაწილეობისთვის.
2023 წელს, სემინარში მონაწილეობის მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი, 1800-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.

რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება (თბილისამდე და უკან ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება; სამივლინებო ცნობები დაგიდასტურდებათ ბეჭდით).

განაცხადები მიიღება 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Ryek4xKLxuK9eJBv7

სემინარის მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი აპლიკაციების საფუძველზე. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროექტი 2024 წელს უკვე მეცხრედ ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება