სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თბილისის N76 საჯარო სკოლა Izrune.ge- ს თანამოაზრე გახდა
29-05-2018
-
+


თბილისის N76 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრას თბილისის N76 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სებისკვერაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

მოსწავლეები დიდი ოვაციებით შეხვდნენ იზრუნეს ტესტებს.  

მშობლებმა, შვილეთან ერთად, izrune.ge - ში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინტერაქტიულ -  შემეცნებითი მიდგომა ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებას შეუწყობს ხელს.

სკოლის დირექტორმა, ნათია სებისკვერაძემ, პედაგოგებთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ინოვაციურ პორტალსა და მის მიზნებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთნენ

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება