სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მაინტერესებდა, ჩემი ქართულის მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას, „ანთებული“ თვალებით რატომ იყურებოდა...“ -  დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი
22-03-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა ზატუაშვილი ETALONI.GE- სთან ბლიც-ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეების გულამდე მიიტანოს სათქმელი და დააფიქროს. კარგი მასწავლებლი მოსწავლისთვის ზნეობრივი ორიენტირი უნდა იყოს.

მინი ბლიც-ინტერვიუში ლელა ზატუაშვილი იმასაც გვეუბნება, რა არის ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიუღწევია და რა როცა თავად იყო მოსწავლე რა აინტერესებდა ყველაზე მეტად. 


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

კომპეტენტურობა, სამართლიანობა, გულწრფელობა.

მასწავლებელმა თავისი საგნის ცოდნასთან ერთად უნდა დაანახოს მოსწავლეებს სიყვარული იმ ყველაფრისადმი, რასაც ასწავლის. მათ გულამდე მიიტანოს სათქმელი და დააფიქროს. უნდა წაახალისოს მოსწავლე, როცა ის ამას იმსახურებს; იყოს გულწრფელი და ასწავლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა; მათთვის იყოს ზნეობრივი ორიენტირი; არ გამოარჩიოს ერთმანეთისგან და იღებდეს სამართლიან გადაწყვეტილებებს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთპატივისცემას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „გახსოვდეთ, რომ ქართველები ვართ. დააფასეთ ჩვენი წარსული და დაიცავით მამული, ენა, სარწმუნოება“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ მივიღებდი პედაგოგიურ განათლებას და ყოველ დღე „დავტკბებოდი“ ბავშვებთან ურთიერთობით.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მასწავლებელს, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მათი წარმატებისთვის...

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატებაა ის სიყვარული, რომელსავ ვგრძნობ ჩემი მოსწავლეებისგან, ასევე ყოფილი მოსწავლეებისაგან, რომლებიც ბევრი წლის შემდეგაც თბილად მიხსენებენ. მოსწავლეთა მშობლების ნდობაც წარმატებად მიმაჩნია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

-  მოსწავლე რატომ ვერ უბედავდა მასწავლებელს კითხვის დასმას, როცა გაკვეთილს ვერ იგებდა. ასევე, მაინტერესებდა, ჩემი ქართულის მასწავლებელი გაკვეთილის ახსნის დროს, „ანთებული“ თვალებით რატომ იყურებოდა ჩვენგან შორს... ხან იღიმოდა, ხან ტკივილი ეხატებოდა, ხან აღმაფრენას გვაგრძნობინებდა, ხან კი სევდას მოეცვა მისი სახე...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება