სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - გიულიბაღის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუცა დემეტრაშვილი ბლიც-კითხვებს პასუხობს
22-03-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, გიულიბაღის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, გიულიბაღის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი ნუცა დემეტრაშვილი პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გუნდური მუშაობის უნარი, კრეატიულობა, ნდობის მაღალი ხარისხი...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთშეთანხმებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე

- „ერთად ყველაფერს შევძლებთ“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები?

- სამართლიან, მოსიყვარულე მასწავლებლად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი წარმატება ნიშნავს, ჩემი მოსწავლეების წარმატებას

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სხვადასხვა ისტორიების კითხვა, ლიტერატურული დისკუსიები, განხილვები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება