სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წესების დაცვა და ჰუმანური მეთოდების გამოყენება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნაჭყებია საკლასო დისციპლინის კომპონენტებს ასახელებს
21-03-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნაჭყებია პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოსწავლის სიყვარულისა და კლასში დისციპლინის დამყარების სინთეზი; გამუდმებული სწრაფვა პროფესიული სრულყოფილებისაკენ და ასერტულობა მოსწავლის მიმართ.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ქცევის წესების ჩამოყალიბებას, მათ დაცვას, დასჯის ეფექტური და ჰუმანური მეთოდების გამოყენებას და დასჯას შეურაცხყოფის გარეშე.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- არ მაქვს ასეთი ფრაზა...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვიფიქრებდი პროფესიის არჩევაზე და ვიმეცადინებდი ბევრს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- უყვარს ბავშვები, არ გვაყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ თუ დავაშავებთ, დაგვსჯის, თუმცა ძალიან მიმტევებელია და თითქმის ყველა თხოვნას გვისრულებს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ვასწავლე ექვთიმე თაყაიშვილის ისტორია, ასერტულობა, ტოლერანტობა...

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ლიტერატურა და ფეხბურთი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება