სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლაში ძალადობის თემაზე თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2018
-
+


უჯარმის საჯარო სკოლაში თემაზე „არა ძალადობას“ IX–XII კლასების მოსწავლეთა შორის თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა. 

მასწავლებელი ნანა ნიკოლოზაშვილი გახლავთ.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ ესმოდათ სიტყვა „ძალადობა“ და მის შესახებ რა იცოდნენ. მათ თავიანთი შეხედულებები გარკვევით და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს. ამის შემდეგ ძალადობის თემაზე დისკუსია გაიმართა. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაარკვიეს თუ რას ნიშნავს არაპირდაპირი ძალადობა. მათ გაიგეს, რომ ეს არის სტრუქტურული ძალადობა, რაც ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას და დემოკრატიის უქონლობას.      
ორ ჯგუფად გაყოფილმა მოსწავლეებმა პლაკატი „არა ძალადობას“ დაამზადეს, სადაც ამ პრობლემის მიმართ თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ამავდროულად, პრეზენტაციები ჩაატარეს და დასკვნა გამოიტანეს, თუ როგორ შეიძლება ასეთი ფაქტების პრევენცია.

სკოლის დირექციის შეფასებით, გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა; თითოეულმა მათგანმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და    ყოველგვარი ძალადობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება