სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ ცოდნის გამოვლენა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს“ - „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“
26-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჯუგაანის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მ.შ. ხათუნა აღამონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ ტიბაანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათია გურაშვილი გახდა.

იგი ბედნიერია მოპოვებული გამარჯვებით და აღნიშნავს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა:

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელშიც საკუთარი ცოდნის გამოვლენა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს. ეს უდიდესი გამოცდილებაა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თვითწარმოჩენის კუთხით. მადლობა პროექტს ცოდნის დაფასებისა და მეტი სტიმულის მოცემისთვის“.

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი „ეტალონს“ ძალიან ღირებულ, საჭირო და წარმატებულ პროექტად აფასებს:

„ეტალონი“ ნამდვილად გამართლებული, აუცილებელი პროექტია, რომელსაც მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. მოთხოვნა ამ პროექტის არსებობისა თვითონ ახალგაზრდებისგან, მშობლებისა და სკოლებისგან მოდის. „ეტალონი“ მომავალ თაობას ცოდნის გაღრმავებისა და  მეტი წინსვლის სტიმულს აძლევს“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი მადლობას უხდის „ეტალონსა“ და გოჩა ტყეშელაშვილს ეროვნული საქმის მსახურებისა და განათლების წახალისებისათვის:

„ბრწყინვალე პროექტი, ბრწყინვალე მონაწილეები და ბრწყინვალე წამყვანი. მადლობა „ეტალონს“ ჩვენს სკოლებში ასეთი დიდი სიხარულის შემოტანისათვის, ეროვნული საქმის მსახურებისა და  ბავშვებში ცოდნის წახალისებისთვის“. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მ.შ. ხათუნა აღამონაშვილი დღევანდელი ღონისძიებით ორმაგად გახარებული და ამაყია. როგორც მან აღნიშნა, „ეტალონში“ მისი შვილი მონაწილეობდა და მეორე ადგილიც დაიკავა:

„ეიფორიაში ვარ, დავფრინავ სიხარულისგან. ორმაგად ამაყი ვარ, როგორც მერიის თანამშრომელი, ჩვენი ბავშვების წარმატებით და როგორც მშობელი - ჩემი გოგონას სამეულში გასვლით. მადლობა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის, ცოდნის წახალისებისთვის, ეროვნული საქმის მსახურებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი მადლობას უხდის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს სიღნაღში ცოდნის ზეიმის მოწყობისთვის, სკოლებს კი განათლებული და წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის:

„ეტალონი“ ჩვენს ბავშვებს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და შესაძლებლობების შეფასების საშუალებას აძლევს, სიღნაღელ მოსწავლეებს ეროვნულ ცოდნის ზეიმში რთავს. ამისთვის დიდი მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი სკოლები, პედაგოგები და მათი წვლილი ამ ბავშვების წარმატებაში. მადლობა მათ, რომ ასე ზრუნავენ მომავალი თაობის განათლებაზე.“

გამარჯვებულის მასწავლებელი ია ბიძინაშვილი ამბობს, რომ ელოდა ნათიას წარმატებას:

„იცით როგორი ბედნიერი ვარ?! თითქოს, ვგრძნობდი, რომ ჩემს ბავშვებს უნდა გაემარჯვათ. ნათია ნიჭიერი და ინტერესიანი გოგონაა, კარგად სწავლობს სკოლის პროგრამას და აინტერესებს კიდევ უფრო მეტი. „ეტალონში“  სხვა, ძალიან ჭკვიანი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ ჩვენი, ტიბაანის სკოლიდან, ამაყი ვარ მათით. ემოციის გამოსახატად ტიბაანელი პოეტი თამარ შაიშმელაშვილის სიტყვებს მოვიშველიებ: „ასე მეგონა, მზეს სამყაროსას ტიბაანიდან სურდა ამოსვლა“.

„სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნათია გურაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს

სკოლის ავტორიზაციის ექსპერტისთვის საქმიანობის შეჩერების მიზეზები ცნობილია

ბაღის აღმზრდელი, დირექტორი, პროფესორი... - პრემიერმა სააღმზრდელო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

უქმდება პროფესიული უნარების სააგენტოც - სამინისტრო ქვეუწყებების ლიკვიდაციის შესახებ

გაკვეთილებს სერტიფიცირებული პედაგოგები ჩაატარებენ, რომლებიც მასწავლებლის სახლმა გადაამზადა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები
 
 
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება