თერჯოლის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
21-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ღონისძიება გაიმართება 13 დეკემბერს ჩხარის N1 საჯარო სკოლაში, მონაწილეები და გულშემატკივრები 14:30 საათზე უნდა მობრძანდნენ.
2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ თერჯოლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ღონისძიების მონაწილეები I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45, მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა