სიახლეები
სიახლეები

დეკრეტულში სტატუსის, სადამრიგებლოს, კლასკომპლექტის... დანამატსაც მიიღებთ - განმარტება მასწავლებლებისთვის
26-01-2023
-
+


მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების თაობაზე პრემიერის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ „საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და  მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან  დაკავშირებით, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება.

ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.  

საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები“.

ბრძანებაში არაერთი კითხვისნიშანია და მათ შორის უმთავრესი გახლავთ ერთი - დეკრეტული შვებულებისას საჯარო სკოლების მასწავლებლებს დანამატიც მიეცემათ თუ თუ პრემიერის ბრძანებაში მხოლოდ საბაზო ხელფასია გათვალისწინებულია?

თანამდებობრივი სარგო და დანამატი - როგორ გამოითვლება მასწავლებლების დეკრეტული შვებულება

დეტალების დასაზუსტებლად, etaloni.ge-მ პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოიაზრება როგორც მასწავლებლების საბაზო ანაზღაურება ისე სტატუსის, კლას-კომპლექტის, სადამრიგებლოს... დანამატი:

„იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგების თანამდებობრივი სარგო შედგება ორი ნაწილისგან - საბაზო ხელფასი და დანამატი, დეკრეტული შვებულება, ორივეს მოიაზრებს; ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ, ასე რომ, 2023 წლის 1 იანვრიდან, საჯარო სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების პერიოდში მიიღებენ სრულ ანაზღაურებას, უბრალოდ აქედან 2000 ლარს სახელმწიფო აუნაზღაურებს, დანარჩენს კი სამინისტრო“, - განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციას ერთი ეტაპი დაემატა - რა იცვლება მოსწავლეებისთვის

აკადემიური პერსონალისა დაპრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგები დაიწყო - დეტალები

გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია

ვინ შეძლებს ბაღებსა და სკოლებში მრჩევლად დასაქმებას - ახალი პროგრამა დამტკიცდა

ვინ არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი და რა ვალდებულებები აქვთ მათ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიება უსაფრთხოების წესებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება