მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, „კარგი სკოლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კლასებით სავსე სახლი. ის არის საზოგადოება, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს და დროის ერთად გატარება უყვარს. ერთობლივ საკლასო საღამოებს, საშობაო დღესასწაულებს, სპორტული შეჯიბრებებს, წვეულებებს, ესტონეთის რესპუბლიკის იუბილეს მიძღვნილ და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა დანარჩენ ღონისძიებებს აქვს შეუცვლელი ფასი“.
ყველაფერი ეს შესაძლებელი გახდება თუ მასწავლებლები და მოსწავლეები კორონავირუსისგან დაცულები იქნებიან. „საუკეთესო გადაწყვეტილება - კორონავირუსზე აცრაა. ესტონეთში ვაქცინაცია შეუძლია ყველას, 12 წლის ასაკიდან“,- დასძენენ მასწავლებელთა პროფკავშირებში.
„სასწავლო წლის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსწავლეთა უმეტესობისთვის სწავლა ყველაზე ეფექტური - სკოლაში მასწავლებლებთანაა. მასწავლებლები კი ექიმებს ენდობიან - ესტონეთის დაახლოებით 70%-მა COVID-19-ის ვაქცინაციის კურსი გაიარა“,-ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვას ქვეყნის 30-ზე მეტმა მასწავლებელთა პროფესიულმა გაერთიანებამ მოაწერა ხელი, მათ შორის ესტონეთის კლასის ხელმძღვანელების კავშირმა, ესტონეთის მშობლიური ენის მასწავლებლების საზოგადოებამ, მათემატიკის მასწავლებელთა საზოგადოებამ, ესტონურის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების კავშირმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმსხვილესმა პროფკავშირმა - ესტონეთის განათლების მუშაკთა კავშირი (6350 ადამიანი).
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება
შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან