სიახლეები
სიახლეები

დირექტორები რესურსცენტრებს ასაცრელი მასწავლებლების სიებს გადასცემენ
09-08-2021
-
+


მასწავლებლებს კოვიდის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ - ამის შესახებ ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე განაცხადეს და ისიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენი მოწოდება ისმის, პედაგოგები შიდა წრეებში უკვე ხუმრობენ - ნებაყოფლობით სავალდებულოაო. ფაქტია, სულ უფრო ხშირად გვესმის ფრაზები, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემოსთვის პედაგოგები უნდა აიცრან და სანამ პედაგოგიური საზოგადოება იმაზე მსჯელობს, რატომ არ სურს ამ პროცედურის ჩატარება, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა საჯარო სკოლების დირექტორებს უკვე სიები მოსთხოვეს.

საქმე ეხება მეტ კონკრეტიკას - სიებში მითითებული უნდა იყოს პედაგოგის სახელი, გვარი და კიდევ ის, თუ რომელი პრეპარატით სურს აცრა... როგორც Etaloni.ge-ს უთხრეს, ეს მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, მასწავლებლებმა რეგისტრაციის გარეშე აცრა შეძლონ, მაგრამ უკვე შიშობენ, რომ მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება. საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს ასეთი ქმედებები, არავინ იცის, მაგრამ უკვე გაჟღერდა - კერძო სამსახურებს ხელშეკრულებით შეუძლიათ მოსთხოვონ თანამშრომლებს აცრა; სავარაუდოდ, კერძო სკოლებიც ჩაერთვებიან ამ „მარათონში“ და რა პოზიციაზე იქნება ამ დროს, საჯარო სკოლების პედაგოგიური საზოგადოება, მომავალი გვიჩვენებს. 

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას განათლების სამინისტროსთან შევეცადეთ, თუმცა უწყების თანამშრომლებმა, რომლებსაც მედიასთან კომუნიკაცია ევალებათ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

ვისთვის იქნება სავალდებულო სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა - დეტალები ბრძანებით განისაზღვრა

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
მოსწავლეებმა როგორც საქართველოს ისე სხვდასხვა ქვეყნის ღირსშესანიშაობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
 

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება