სიახლეები


„პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ - განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
08-05-2020
-
+


„პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ - ამ თემაზე მრგვალი მაგიდის მეორე რაუნდი გაიმართა. ონლაინ დისკუსია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით მოეწყო. 

გპფ-ს ინიციატივის მიზანია, თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რომ შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ, მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შემდგომ პერიოდშიც.

ღონისძიებათა სერია სამ რაუნდადაა დაყოფილი და ჯამში განათლების სექტორში მოქმედ თითქმის ყველა ორგანიზაციასა და ინსტიტუტს მოიცავს. პლატფორმა ასევე, ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის და თემაზე მომუშავე ორგანიზაციისთვის, რომელიც გადაწყვეტს პლატფორმაში ჩართვას.

მრგვალი მაგიდის ორივე რაუნდში 40-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. შეხვედრების ციკლში ჩაერთვნენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, USAID, მასწავლებლის სახლი, PH International, კოალიცია განათლება ყველასათვის, მშობლები განათლებისთვის, განათლების და დებატების ინსტიტუტი, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, არაფორმალური განათლების კონსორციუმი, განათლების საერთაშორისო ცენტრი, ჯიტა, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი. შეხვედრებში ასევე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი აზრი გამოხატეს განათლების ექსპერტებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა სხვადასხვა რეგიონებიდან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  საკუთარი ხედვა და მოსაზრება წარმოედგინათ, როგორც წერილობით, ასევე სადისკუსიო ფორმატის მეშვეობით.

მეორე რაუნდის დისტანციურ შეხვედრას etaloni.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილიც ესწრებოდა. 

მრგვალი მაგიდის მონაწილეების ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელშიც თავს მოიყრის ის ძირითადი მიმართულებები, რაც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. საბოლოოდ კი განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ პროექტის შემდეგ ეტაპზეც და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.

პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც,  შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა  რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება