სიახლეები


ღების საჯარო სკოლაში II სემესტრში ქართული ენის წრე ამოქმედდა
23-03-2020
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში ქართული ენის წრე ამოქმედდა.

წრეში V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასების 16 მოსწავლეა გაერთიანებული.

წრე კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს, ექვსი გაკვეთილის შემდეგ ტარდება.

II სემესტრის წრის მეცადინეობებზე მორფოლოგიის საკითხებს განიხილავენ, რომლებიც წინასწარ არის გაწერილი.

ქართული ენის წრე მოსწავლეებში  სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას ემსახურება.

„საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.წრის მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეებში მორფოლოგიის საკითხებით დაინტერესებას, რაც თავისთავად გაზრდის მათ მოტივაციას, ჩართულობას და შედეგად მივიღებთ ქართული ენის გრამატიკის საკითხების ღრმა შესწავლას, რომელიც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

წრის ხელმძღვანელი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, შორენა ლობჯანიძეა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება