სიახლეები


7 კარგი ჩვევა, რომლებიც სინამდვილეში უბედურად გაქცევთ
04-06-2020
-
+


ზოგჯერ ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც სასარგებლო და პოზიტიური გვგონია, სინამდვილეში ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში ხელს გვიშლის.

ამჯერად, „ეტალონი“ 6 მათგანს გაგაცნობთ:

გადაჭარბებული მიზანდასახულობა

ცხოვრების დაგეგმვასა და მიზნების დასახვაში ცუდი არაფერია, თუმცა დროის მუდმივი მენეჯმენტი, სურვილებისა და მიზნებისკენ დაუღალავი სწრაფვა, გაჩვევთ აზრს, რომ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა რაღაცას აღწევთ. ამ დროს კი ბედნიერება არ არის მიღწევები, რომლებიც თქვენთან მოდის, ის უბრალოდ უნარია.

რწმენა, რომ ფული არ არის მნიშვნელოვანი

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „ბედნიერებას ვერ იყიდი“ და ეს ერთი შეხედვით პოზიტიურად ჟღერს, თუმცა ფულის მიმართ ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება მომავალში შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს. გულუბრყვილობაა ფიქრობდეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობის გარეშე შეძლებთ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოთ. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ენთუზიაზმით, რადგან ის დიდხანს ვერ გაგყვებათ.

ბევრი თავისუფალი დრო

უსაქმურობა სასიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა ბევრი თავისუფალი დრო ადამიანს თავს არარეალიზებულად აგრძნობინებს და დეპრესიის განცდას იწვევს. ამიტომ დაგეგმეთ თქვენი დასვენება და დააკვირდით, რაზე ხარჯავთ თავისუფალ დროს.

სოციალურ ქსელებში ადამიანებთან დამეგობრება

სოციალური ქსელები გვეხმარება მარტოობას გავექცეთ და ადამიანებთან სიახლოვის ილუზია შევიქმნათ. თუმცა რეგულარულად სხვის ცხოვრებაზე თვალყურის დევნება არა მხოლოდ დროს გვაკარგვინებს, ხშირად თავს ცუდად გვაგრძნობინებს, როცა ვხედავთ, რომ ჩვენზე კარგად ან ძალიან ცუდად ცხოვრობენ.

ზედმეტი ყურადღების დათმობა სხვებისთვის

ჩვენ გვიყვარს ყურადღებიანი ადამიანები, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ეს ყურადღება გადაჭარბებულია? შეიძლება ადამიანმა თავიც კი მოგვაბეზროს და მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან კარგი და დასაფასებელი თვისებაა, მაგრამ შეიძლება ამასობაში თქვენ აღარ დაგრჩეთ დრო და ფინანსები საკუთარი თავისთვის.

გაქცევა იმ სიტუაციებისგან, რომლებიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ

პრობლემების გადალახვის შემდეგ ადამიანი პიროვნულად იზრდება. ასე რომ, თუ ყველა დისკომფორტულ სიტუაციას გაექცევით, დიდი შანსია, რომ პრობლემებთან გამკლავების უნარი ვერასდროს გამოიმუშაოთ და თავი უბედურად იგრძნოთ.

ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი

ყველა ჩვენგანს გვაქვს ცხოვრებაში სივრცე, სადაც არ არის საჭირო ზრდასრულები ვიყოთ და სადაც ზედმეტი წინდახედულობა მოსაწყენია. დაიტოვეთ ადგილი ცხოვრებაში სპონტანურობისთვის, იყავით აქტიურები, აღფრთოვანებულები, ატარეთ ფერადი ტანსაცმელი, იცინეთ ხმამაღლა. აკეთეთ ის, რაც გინდათ და არა ის, რაც სხვას „უნდა“.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება