ზემო ხვითის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთად იზრუნეს
გორის მუნიციპალიტეტის, ზემო ხვითის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.საახალწლო განწყობის შექმნაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთად იზრუნეს.
მათ სასკოლო სივრცე ახალი წლის დეკორაციებით მორთეს, სახალისო ნომრები წარმოადგინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ.
იხილეთ ფოტო