სიახლეები


ხოჯორნის საჯარო სკოლას დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ
03-12-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლას ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ.

ხოჯორნელმა მასპინძლებმა გიორგობის დღესასწაულზე პრეზენტაცია ქართულ ენაზე წარმოადგინეს(მე-8 კლასის ხელმძღვანელი ანაიტ ვერმიშიანი).

სტუმრები მასპინძლების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი მხატვრული პროგრამით წარსდგნენ.

დღის ბოლოს დისველის ეკოკლუბის წევრებმა ბიოლოგიის მასწავლებლის მედეა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ხოჯორნის სკოლას ფიჭვის ორი ნერგი გადასცეს. იმავე დღეს საფუძველი ჩაეყარა მეგობრობის ხეივანს.

დღე საზეიმო ვახშმითა და ფრენბურთის მატჩით დასრულდა.

როგორც დისველის სკოლის დირექტორმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე უფროსებისთვის, რათა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის გაუგებრობები არ არსებობდეს.

ამ შეხვედრით ხოჯორნის სკოლაში ტოლერანტობისა და თანასწორობის კვირეული დასრულდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება