სიახლეები


გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ
17-10-2019
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ. 

მზიანი დღეებია გუდაურში. შემოდგომის ფერებით აჭრელდა მიდამო. ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ვენერა წიკლაურმა სკოლის ახლოს ბუნებაში გაიყვანა მეხუთე კლასის მოსწავლეები. „საველე კვლევის მიზანი იყო გავცნობოდით სკოლის სიახლოვეს გავრცელებულ ორგანიზმებს“, - ამბობს ვენერა მასწავლებელი.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პატარა ტყის კორომი. ნახეს ხეები, ბუჩქები, ბალახოვანი მცენარეები. ბავშვებმა საკუთარი თვალით დაინახეს ტყის იარუსები. „პირველ იარუსს იკავებს არყის, ნეკერჩხლის, ცირცველის ხეები. მეორე იარუსზე ბუჩქნარია: თხილის, ჟოლოს, იელის, ასკილის. ქვედა იარუსზე ბალახოვანი მცენარეებია: დიყი, ღოლო, ალპური ჭრელ-ჭრელი ყვავილები“, -აუხსნა მასწავლებელმა. ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან. შემოდგომის ფერები მათზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.

მოსწავლეები მწერების სამყაროსაც გაეცნენ. „დაათვალიერეს“ ჭიანჭველების „ქალაქი“. ნახეს კალიები, პეპლები, ხეებს შორის გაბმული ობობას ქსელები. ბეღურების მიტოვებული ბუდეები ბუჩქებზე.

ბავშვებმა სურათები გადაიღეს და აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება