სიახლეები


წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
14-10-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  მე-9 კლასის მოსწავლეებს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გამჭოლი კომპონენტების უნარების განვითარებაზე ორიენტირებული გასვლითი სამოდელო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილი სასკოლო პროექტის „ჩვენებურების“ ფარგლებში გაიმართა. 

კლასის ხელმძღვანელი ქ. ჯიქია, ხოლო, ქართული ენის მასწავლებელი ფ. ფანჩულიძე-კუჭავა გახლავთ.

„მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გაკვეთილის დაწყებამდე წყალტუბოს ცენტრში ახლახანს გახსნილი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი ნიკოს სავანეში არაჩვეულებრივი გაკვეთილი სახელწოდებით- „მამულის განცდა ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში“ ჩატარდა. მოსწავლეები ნიკოს გამორჩეულად პატრიოტულ გამონათქვამებს უდიდესი პასუხისმგებლობით კითხულობდნენ, მის სტილსა და ხელწერაზე კი არგუმენტირებულად მსჯელობდნენ. გაკვეთილის დასასრულს მუზეუმის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს საინტერესო ექსკურსია ჩაუტარა. ვფიქრობთ, აღნიშნული დღე პროექტში ჩართულ მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება