სიახლეები


პარლამენტში მასწავლებლების ხელფასის დანამატის გაცემის წესის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
15-04-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავს.

ინიციატივები ეხება, როგორც სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის დანამატის განსაზღვრის წესის ცვლილებას, „დედა ენის“ სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის დაცვას და ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო საგნად ჩაბარებას.

მესამე მოსმენით განიხილება დეპუტატების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „დედა ენის“, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა. ცნობისთვის, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ექსპერტთა კომისიის შექმნა, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშაოს წიგნი.

პირველი მოსმენით განიხილება დეპუტატ სერგო რატიანის ინიციატივა, რომელიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სტატუსის მქონე პედაგოგი სრულად იმ შემთხვევაში იღებს სტატუსის დანამატს, თუ მისი კვირეული დატვირთვა 13 (დაწყებითი 1-4 კლასი) და 15 ( საბაზო და საშუალო საფეხური) საათს შეადგენს. ინიციატივის ავტორის განმარტებით, პროექტის არსი წარმოადგენს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის პუნქტებში არსებული შეზღუდვების მოხსნა და სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების შესაბამისად, შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილი იზდრება და  2020 წელს 40 მლნ ლარს შეადგენს.

პირველი მოსმენით განიხილება დეპუტატების, სერგი კაპანაძისა და ოთარ კახიძის ინიციატივაც. კანონპროექტის ავტორებს სურთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულობას განსაზღვრავს. ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ზოგადი უნარების გამოცდის სტატუსის ცვლილება (სავალდებულო/არჩევითი) წარმოადგენს ფუნდამენტურ პრობლემას აბიტურიენტთა ძირითადი ნაწილის მდგომარეობის გაუარესების, უნივერსიტეტებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარემოს შეზღუდვისა და ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისათვის.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად იცოდეს და ესმოდეს თავისი მოვალეობა“

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გონებრივ შეჯიბრში და კარგი შედეგიც აჩვენეს
პედაგოგ ნათელა კახაძესთან ერთად, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება