5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებაც მიიღო რეკომენდაციები.
2015 წელს, მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა ამ დღის მთავარი დევიზი: „მასწავლებელთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება. მდგრადი საზოგადოების შექმნა“.
„ეტალონი“ ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!