სიახლეები

საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 81 წელს გადაცილებული 316 პედაგოგი ასწავლის
12-09-2018
-
+

განათლების სისტემაში ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობა და სიახლე ინერგება. პროგრესისკენ მიმართული პროცესის მთავარი შემოქმედები მასწავლებლები არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად ეკონტაქტებიან მოსწავლეებს. 

მასწავლებლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია. ზოგადი მონაცემებით დღეს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა, მათ შორის, 13% - 65 წლის და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს. 

Etaloni.ge საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლების ზუსტი რაოდენობით დაინტერესდა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით სკოლებში მომუშავე პედაგოგების საერთო რაოდენობა 65 149-ს შეადგენს. 

ამჯერად შემოგთავაზებთ მასწავლებელთა განაწილებას კერძო და საჯარო სკოლებში 61 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. 

61 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლებში სულ 15 439 პედაგოგი ასწავლის, აქედან კერძო სკოლებში მათი რაოდენობა 790-ია, ხოლო საჯარო სკოლებში კი - 14 649. 

მკვეთრი განსხვავება საჯარო და კერძო სკოლებს შორის მხოლოდ ერთ ასაკობრივ კატეგორიაშია. 

81 წელს გადაცილებული პედაგოგების რაოდენობა კერძო სკოლებში მხოლოდ 3-ია, მაშინ როცა საჯარო სკოლებში მათი რიცხვი 313-ს აღწევს. 

იხილეთ ცხრილი

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება