მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია - გამოცდები 2026
29-07-2026
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პირველადი შედეგები, მაქსიმალური ქულები და მინიმალური გამსვლელი ქულები გამოაქვეყნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ოსური ენის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა - 16.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა - 18.
სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, მინიმალური გამსვლელი ქულა - 10.2-ზე მეტი.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15.
ზოგადი უნარების (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) ტესტის მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური გამსვლელი ქულა - 25.
ბიოლოგიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 18.
ფიზიკის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 16.
უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული) ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 14-ზე მეტი.
ლიტერატურის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 18.