სიახლეები


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
25-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო, რომელზეც რექტორმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაციის შედეგები, ახალი და მიმდინარე პროექტები და უახლოეს მომავალში განსახორციელებელ საკითხებში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა. 

შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებთან ერთად იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სახელმწიფოებრივი აზროვნება, სოციალური სფერო, შემოქმედებითი აზროვნების და თავისუფლების მნიშვნელობა. ისაუბრა აგრეთვე დიპლომატიასა და აკადემიზმზე, რომლის გაერთიანებით ახალი თვისობრიობა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ წარმოიქმნება. განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი უნივერსიტეტისა და განათლების მნიშვნელობას:

„უნივერსიტეტი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც აკადემიური მოსწრება, განათლება, მოვალეობა, ვალდებულება და შემოქმედებითი აზროვნება თითოეული ჩვენგანის თავისუფლების და შემდგომი განვითარების პირდაპირპროპორციულია. რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავად არის თვისობრიობა, რომელსაც რესურსების მოზიდვა და ცნობადობის ამაღლება სჭირდება,“ - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.

რექტორმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი 30 მაისს ჩასატარებელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თემას და განმარტა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ მოხდება აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის ჩარევა და მოუწოდა სტუდენტებს მობილიზებულნი იყვნენ იმისათვის, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება