სიახლეები
საინტერესო , რჩევები

მომავლის პროფესიები - რისი სპეციალისტები იქნებიან ყველაზე მოთხოვნადები
19-06-2018
-
+


თანამედროვეობა ტექნოლოგიური წინსვლის გარეშე წარმოუდგენელია და ციფრულ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად პროფესიული მოთხოვნებიც იცვლება.

Etaloni.ge მომავლის პროფესიების ჩამონათვალს გთავაზობთ:

  • ვირტუალური გარემოს დიზაინერი

ცოდნის საჭირო სფეროები: არქიტექტურული დიზაინი, სარედაქციო სამუშაოები, ფსიქოლოგია.
 
2020 წლისთვის ვირტუალური მოწყობილობების ბაზარი დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო 2026 წელს მილიონობით ადამიანი დაიწყებს ვირტუალურ რეალობაში სწავლასა და მუშაობას. 

ვირტუალური გარემოს დიზაინერი ალტერნატიულ რეალობაში გადაიტანს საქმიანი შეხვედრებისთვის შესაფერის პირობებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩართვებით, გასართობ დაწესებულებებსა და წარმოსახვით მუზეუმებს, რომლებიც ორიგინალი ექსპონატების შესანარჩუნებლად შეიქმნება. 

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ავსტრალიაში უნივერსიტეტი უკვე  თანამშრომლობს პროგრამისტებთან, რათა მოამზადონ პირველი კურსდამთავრებულები ვირტუალური და გაძლიერებული რეალობის სფეროში.

  • რობოტების ადვოკატი

ცოდნის აუცილებელი სფეროები: კომუნიკაცია, ფილოსოფია, ეთიკა. 
 
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ათწლეული რობოტების ეპოქაა: ისინი ადამიანის შრომის შემსუბუქებასა და მათ ნაწილობრივ ჩანაცვლებას დაიწყებენ. 
 
გაიზრდება „ჭკვიანი აპარატების“ წარმოების ვაკანსიების რაოდენობა და მოთხოვნა „რობოტის ადვოკატებზე“.   

მოსაზრებას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ რებენი ადასტურებს: „მე დავამტკიცე, რომ „მავნე “ რობოტი არსებობს. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც შეეძლება შეაჩეროს ჩვენი შიში, რომ ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტი კონტროლიდან გამოვა.“

  • კულტურის ციფრული კომენტატორი

ცოდნის საჭირო სფეროები: ხელოვნების ისტორია, ბიზნესი, პიარი და მარკეტინგი. 
 
10 წლის შემდეგ ვიზუალური კომუნიკაცია სოციალურ მედიასა და ტელევიზიაზე დომინირებული იქნება. ამას ადასტურებს თუნდაც Instagram- ის პოპულარობა. 
 
ისინი, ვინც ციფრული სფეროს ფიგურალურ ენას დაეუფლებიან, ძალიან მოთხოვნადი სპეციალისტები გახდებიან და საკუთარი უნარების გამოყენებას განსაკუთრებით კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეძლებენ.

ხელოვნების გალერიის დირექტორი ფრანჩეს მორისი ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და  ციფრული კომენტატორების პროფესიონალიზმით ხელოვნება ყველასათვის ხელმისაწვდომ სიამოვნებად გადაიქცევა. 

  • ბიოჰაკერი

ცოდნის საჭირო დარგები: ბიოლოგიური მეცნიერებები, სამედიცინო მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი.        
ღია ინსტრუმენტებით, მსოფლიოში ათასობით მეცნიერი უკვე მუშაობს დეპრესიის, აუტიზმის, შიზოფრენიის და ალცჰეიმერის მკურნალობის მეთოდების მოძიებაზე. ექსპერტების თქმით, ვირტუალური ბიოჰაკერების გუნდები ამ პრობლემის გადაწყვეტაში აქტიურად დაეხმარებიან.

  • ინფორმაციის ინტერნეტანალიტიკოსი

ცოდნის საჭირო სფეროები: საინჟინრო, პრობლემის გადაწყვეტა, კომუნიკაცია და მეწარმეობა. 
 
„ინტერნეტნივთები“ თანდათანობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

დღეისათვის საოჯახო ტექნიკა აღჭურვილია ჩაშენებული ელექტრონიკით, პროგრამებითა და სენსორებით, რომელთა წყალობითაც გარკვეული მონაცემთა ბაზა დგება. 
 
ამ კუთხით, საჭირო იქნება ახალი სპეციალისტები - ისინი, ვინც შეისწავლიან არსებულ გარემოს. მიღებული მონაცემები შეიძლება, გამოიყენონ „ინტერნეტის" გაუმჯობესების მიზნით: მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობების ურთიერთქმედების ახალი გზების მოძიებისთვის. 
 
მომავალში მონაცემთა ანალიზისთვის დიდ ბრიტანეთში 182,000 სამუშაო ადგილ შეიქმნება და 322 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შევა ქვეყნის ბიუჯეტში. ზემოთქმული ეკონომიკური და ბიზნეს კვლევების ცენტრის მონაცემებით დასტურდება.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება