სიახლეები


ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა
23-05-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ თურქ კოლეგასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ რექტორთა სამმხრივ შეხვედრაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც აკადემიის რექტორმა აღნიშნა „ეროვნული თავდაცვის აკადემია ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს შეხვედრებში. ჩვენი მიზანია აქტიურად ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან ერთობლივი აკადემიური, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით“. მოგვიანებით რექტორები აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდნენ. ბაქოში გამართულ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

სამმხრივი შეხვედრის მთავარ მიზანს მონაწილე ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პროექტების ინიცირება წარმოადგენდა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება