სიახლეები
სიახლეები

როგორ აფასებენ მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს და რა რჩევებს აძლევენ მე-11 კლასელებს
22-05-2018
-
+


სკოლებში საატესტატო გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რესურსცენტრები, სკოლები, მოსწავლეები და მათი მშობლები სრულად არიან მობილიზებულნი... 

როგორია საგამოცდო გარემო, 
რა სირთულისაა ტესტები, რას ფიქრობენ შეფასების ახალ „ჩააბარა/ არ ჩააბარა" სისტემაზე და რას ურჩევენ იმ მე - 11 კლასელებს, რომლებიც გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადებიან? 

Etaloni.ge მოსწავლეების შეხედულებებით დაინტერესდა. 

თბილისის N153 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოგოლაძე პოზიტიურად აფასებს საგამოცდო გარემოს და წარმატებებს უსურვებს თანატოლებს:

„სიმართლე გითხრათ, ტესტებზე მუშაობა საკმაოდ გამიმარტივდა. ისეთი არაფერი შემხვედრია, რაც არ მისწავლია. ახალი შეფასების სისტემაც მომწონს, რადგან დაბალი ქულა დიდ უხერხულობას ქმნიდა თანატოლებში.

მე-11 კლასელებს ვურჩევ არ ინერვიულონ, ყველაფერი კარგად იქნება.“

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე გიორგი გომელაური დადებითად აფასებს საგამოცდო პროცესს:

„მომწონს თანაბარი და მშვიდი გარემო გამოცდაზე. მთლიანად ტესტზე ვიყავი კონცენტრირებული, საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა. მისაღებია ჩააბარა/არ ჩააბარა შეფასების სისტემაც, რადგან მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს უხერხულობასა და სტრესს.

მე - 11 კლასელებს ვურჩევ, გულდასმით მოემზადნონ გამოცდებისთვის, კარგად ისწავლონ, რადგან უცხო და რთული არაფერი შეხვდებათ.“

გორის N 4 საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა პაპიტაშვილი საგამოცდო პროცესს შემართებით შეხვდა:

„თუ კარგად ხარ მომზადებული, არაფერია გადაულახავი. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა, პასუხიდან გამომდინარე ართულებდა ან ამარტივებდა საკითხებს. ახალ შეფასების სისტემას ნამდვილად ვერ მოვიწონებ, რადგან ქულის გარეშე ჩაბარება მოტივაციას საგრძნობლად ამცირებს. არაფერი შეედრებოდა „კატის“ გამოცდაზე  გეოგრაფიაში სუფთა ათიანის მიღების სიხარულს, წელს კი უმაღლესი შედეგის ინტერესი არ მქონია.

მე - 11 კლასელებს ვურჩევ არ იჩქარონ, აცადონ სისტემას პასუხების გააზრება, რადგან შეცდომის შემდეგ კითხვები მარტივდება. არაფერია რთული, მთავარია ცოტა მონდომება.“

პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სანთელაძე ერათდერთი მე -12 კლასელია და საატესტატო გამოცდებს მეზობელ სკოლაში აბარებს:

„ჩემი თანაკლასელები წინა წელს ქალაქში გადავიდნენ სასწავლებლად, სკოლაში მარტო მე ვარ მე-12 კალსის მოსწავლე და ფაქტობრივად, კერძო გაკვეთილები მიტარდებოდა. ახლა მეზობელ სკოლაში ვაბარებ საატესტატო გამოცდებს. ძალიან ჯანსაღი და მშვიდი საგამოცდო გარემოა. კითხვებს საშუალო სირთულით შევაფასებდი. რაც შეეხება შეფასების სისტემას, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქულები მცოდნოდა, საკუთარი ცოდნის შესაფასებლად.

ტესტის დროს ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ნერვიულობაა, შეიძლება, რაც იცი ისიც დაგავიწყოს. ამიტომაც, მე -11 კლასელებს ვურჩევ, არ იღელვონ და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.“ 

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ანანო შალამბერიძე საატესტატო გამოცდებზე ქულათა სისტემის დაბრუნებას ისურვებდა:

„გამოცდები სტანდარტული წესების დაცვით მიმდინარეობს. კითხვები არ გამრთულებია, თუმცა ვისურვებდი, რომ პროგრამას ეჩვენებინა სად დავუშვი შეცდომები. არ ვეთანხმები ქულათა შეფასების სისტემის გაუქმებას, ჩააბარა/არ ჩააბარა მოსწავლეებს მოტივაციას უკარგავს. 

მე-11 კლასელებს ვეტყვი, რომ რთული არაფერია, ყურადღებით გაიაზრონ კითხვა და არ ინერვიულონ.“

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ხატია ნოზაძე საგამოცდო ღელვაზე საუბრობს:

„დიდი მღელვარებაა ეს დღეები სკოლაში, ბავშვები გამოცდებზე ვნერვიულობთ. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა. საკუთარი თავის შესამოწმებლად ქულები მაინტერესებდა, მაგრამ ახალი შეფასება ამის საშუალებას, სამწუხაროდ, არ იძლევა.

მათ ვინც, ახლა აბარებს გამოცდას ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და დადებითი განწყობით შევიდნენ ტესტირებაზე, მჯერა, ყველა დაბრკოლებას გადალახავენ.“

ბათუმის N17 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე თეა ჭაღალიძე საატესტატო გამოცდების შეფასების ახალ სისტემას ემხრობა:

„საგამოცდო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში. კითხვები საშუალო სირთულისაა. ჩააბარა/არ ჩააბარა შეფასების სისტემაც მნიშვნელოვნად ამცირებს უხერხულობასა  და სტრესს. ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. მთავარია, არ ვინერვიულოთ და საკუთარი ცოდნის მობილიზება შევძლოთ.“

წაღვერის საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ლუკა ჩაჩანიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„გამოცდებს ღელვა ყოველთვის თან ახლავს, მაგრამ, ზოგადად, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა. ჩემს შემთხვევაში, პასუხიდან გამომდინარე მირთულებდა ან მიმარტივებდა საკითხებს. შეფასების ახალი სისტემა მომწონს, რადგან დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში, მისი თქმის უხერხულობას ხსნის.

 მე - 11 კლასელებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და გააზრებულად აირჩიონ სასურველი პასუხი.“

რუსთავის N4 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ჯონი უბირიას თქმით, საატესტატო გამოცდები დარღვევების გარეშე, სტანდარტული პროცედურების გავლით მიმდინარეობს. კითხვები ოდნავ გართულებული ეჩვენა, რთული და მარტივი საკითხები შერეულად მისდიოდა, მაგრამ არაფერია შეხვედრია ისეთი, რაც პროგრამულად არ უსწავლია. 

რაც შეეხება ახალ, ჩააბარა/არ ჩააბარა შეფასების სისტემას, ჯონის აზრით, დადებითი და უარყოფითი მხარეც აქვს. დადებითია, რომ  მოსწავლეს ქულაზე არ უწევს ნერვიულობა, სხვა მხრივ კი, ახალმა მიდგომამ საატესტატო გამოცდებისთვის მზადების მოტივაცია მნიშვნელოვნად შეამცირა.

ჯონი მე - 11 კლასელებს, რომლებიც წელს აბარაბენ „კატის“ გამოცდებს ურჩევს, რომ არ იჩქარონ, კარგად გაიაზრონ შეკითხვა და ნერვიულობის გარეშე გასცენ პასუხი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება