სიახლეები
სიახლეები

„არ ვარ აგრესორი“- ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეების ბრალდებებს პასუხობს
22-05-2018
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ Etaloni.ge-სთან საუბარში მოსწავლეების ბრალდებებს უპასუხა. 

სკოლის მოსწავლეების თქმით, დირექტორმა მათ ბოლო ზარის ჩატარებაში შეუშალა ხელი და საკლასო ოთახის კარი ბოქლომით ჩაუკეტა.

მათივე მტკიცებით, დირექტორმა დასჯის ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენა, რომ 24 აპრილის შემდეგ სკოლაში არ დადიოდნენ.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მას აღსაზრდელებისთვის ხელი არ შეუშლია და ვერ ხვდება კლასის დაკეტვა დასჯად რატომ ჩათვალეს:

- არ ვარ აგრესორი, მოძალადე, კორუმპირებული, არაპროფესიონალი დირექტორი, უბრალოდ არ მივიღე მონაწილეობა მათ ბოლო ზარში. ზოგადად, მათ წინასწარ არც ჰქონდათ ბოლო ზარი დაგეგმილი. არავისთვის ხელი არ შემიშლია, დილით ყველა კარი დაკეტილია, არ მაქვს უფლება გასაღები მქონდეს? ოთახი დავალაგებინე, არ მქონდა ინფორმაცია, რომ იქ რაიმეს აპირებდნენ, ოთახსაც არაფერი ეტყობოდა, ჩვეულებრივ როგორც არის ხოლმე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ისეთი ოთახი დამხვდა. დამლაგებელს იმიტომ დავალაგებინე, რომ მეორე დღეს პრეტესტები იწყებოდა და პატარა ბავშვები იმ ოთახებში უნდა შემეყვანა. რატომ ჩათვალეს დასჯად, კარი ჩაკეტილი ხომ უნდა იყოს დილით. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი გაირკვევა. 

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, მისმა უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო: 

„რა ხდება N5 სკოლაში ჯერ ვერ გეტყვით, რადგან მოკვლევა მიმდინარეობს. ერთი რამ ცხადია, ბავშვის დასასჯელად არანაირი მეთოდის გამოყენება არ არის მართებული“, - აღნიშნავს კახა ფარცვანია. 

აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება. რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, უფლება ჰქონდათ გაკვეთილებს აღარ დასწრებოდნენ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ესარგებლათ. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება