კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტის ამოქმედებას
21-05-2018
დაკოპირებულია
-
+
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტის ამოქმედებას.
თუ ხარ აქტიური სტუდენტი, გიყვარს შენი უნივერსიტეტი, ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური, ლიდერი და შემოქმედებითი - დარეგისტრირდი და გახდი სტუდენტი - მენტორი, რათა კსუ-ს ახალბედა სტუდენტებს დაეხმარო და გაუადვილო სასწავლო, სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში დაუბრკოლებელი ჩართვა.
სტუდენტი - მენტორი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტი.
მენტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისურ ან/და სხვა უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
GPA 2.0 და მეტი;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სოციალური ქსელების მართვის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ლიდერობა;
გუნდურობა;
კომუნიკაბელურობა;
შემოქმედებითობა.
შერჩევის პროცედურა:
დარეგისტრირებული კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე I სემესტრის ვადით (შესაძლებელია ვადის ერთ წლამდე გახანგრძლივება).
თითოეული ფაკულტეტიდან შეირჩევა ოცამდე სტუდენტი-მენტორი.
რეგისტრაცია:
18-დან 25 მაისის ჩათვლით კსუ-ს ცენტრალური კორპუსის ფოიეში.
შერჩეული კანდიდატები ისარგებლებენ სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებით, გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. ვადის ამოწურვის შემდეგ გადაეცემათ სტუდენტი - მენტორის პოზიციაზე სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
სტუდენტი მენტორებისთვის მომზადდება საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც განთავდება Youtube-ზე და უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.