ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასი იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს ეწვია
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასი ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს ეწვია. მოსწავლეებმა პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
ექსკურსია ნაყოფიერი და შემეცნებითი ხასიათის იყო.
სკოლის დირექციის ინფორმაციით, მოზარდები აღნიშნული აქტივობით კმაყოფილნი დარჩნენ.
მათივე ცნობით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.