სიახლეები
ეტალონი

„გლდანის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღებულ დაუვიწყარ ემოციებს გვიზიარებს
21-05-2018
-
+

საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატზე ამჯერად „გლდანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N191 საჯარო სკოლის მე - 11 კლასის მოსწავლე თამარ მურაჩაშვილს ერგო.

მისი თქმით, „ეტალონში“ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი განუმტკიცდა და პროექტმა მეტად თავდაჯერებული გახადა:

„წინა წელსაც ვმონაწილეობდი „ეტალონში“, მაშინ მესამე ადგილი დავიკავე. ამჯერად წარსულში მიღებული გამოცდილება გამომადგა და უკეთესი შედეგი ვაჩვენე, განვიმტკიცე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და უფრო თამამი გავხდი. მადლობა ეროვნულ პროექტს, მოსწავლეებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას რომ გვაძლევს. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება.“

თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე ამაყია თამარის წარმატებით და პროექტთან ერთად, დიდ წარმატებას უსურვებს მომავალ თაობას:

„თამარი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მაღალი ინტელექტით გამორჩეული მოსწავლეა. სკოლის იმედები გაამართლა, ამაყი ვარ მისით. „ეტალონი“ განათლების წახალისებით მომავლის საქმეს ემსახურება. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“

„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თამარ მურაჩაშვილი ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით ინტელექტ-ჩემპიონატის მე-2 ეტაპი დასრულდა და ფინალისტების სრული სია გახდა ცნობილი. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება