სიახლეები
საინტერესო

რა ჯდება საბანკეტო ჩაცმულობა და როგორია 2018 წლის ტენდენციები - ინტერვიუ დიზაინერ ნანა მელქაძესთან
21-05-2018
-
+


სკოლის დამთავრებას, როგორც წესი, გრანდიოზული ბანკეტები მოსდევს, სადაც მთავარ განსახილველ თემად ჩაცმულობა იქცევა ხოლმე. რა და როგორ ჩაიცვან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელოვან დღეს, ყველა მათგანს აღელვებს. რა არის მოდაში 2018 წლის საბანკეტო ჩაცმულობისთვის, როგორ აირჩიონ ისეთი სამოსი, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ? ამ კითხვებზე პასუხები და სხვა რჩევები Etaloni.ge-ს დიზაინერმა  ნანა მელქაძემ გაუზიარა.

– ნანა, მოახლოვდა საბანკეტო სეზონი და ციებ-ცხელება,  რომელიც ამ დღეს ყველა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს აწუხებს ჩაცმულობის კუთხით. რა ხდება ხოლმე ამ დროს დიზაინერების თავს, უმკლავდებით მათ პრეტენზიებს? 

– დღევანდელი თაობა ძალიან პრეტენზიულია და სჭირდებათ სათანადო სამოსის შერჩევა. ზოგი დაბნეული მოდის, ზოგი ჩამოყალიბებული – იცის რა უნდა. ზოგმა საერთოდ არ იცის, რა უნდა ჩაიცვას. ძალიან უჭირთ კედებიდან და მაისურებიდან საღამოს კაბებზე გადასვლა. წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიც გავხდი. ბავშვს რომ შევხედავ და დაბნეულია, ვიცი, რა უნდა ვურჩიო.

– მაგალითად?

– თუ მანამდე ბავშვი სპორტულად იმოსებოდა და ვერ იხდენს ქუსლიანს და საღამოს კაბას, ვცდილობ, საბანკეტო ჩაცმულობაში ცოტა სპორტული ელემენტებიც შევიტანო. მაგალითად, კლასიკური პიჯაკისა და შარვლის საზაფხულო ვარიანტს ვთავაზობ, თუმცა რთულია ასეთ ბავშვებთან მუშაობა. სანამ საბოლოო სახეს მიიღებს მათი სამოსი, მანამდე მოწყენილები და ცხვირჩამოშვებულები არიან.

– პიჯაკზე და შარვალზე როგორი ფეხსაცმელი უნდა მოირგონ?

– ცოტა სქელქუსლიანი, თორემ წვრილ ქუსლზე სიარული უჭირთ. ე.წ. „პრიმერკაზე“ რომ მოდიან, იქვე სტკივდებათ ფეხები. ამიტომ, ვურჩევ, ისეთი ფეხსაცმელი შეარჩიონ, რომელსაც მყარი ქუსლი ექნება, თავისუფლად ივლიან და მთელი დღე ფეხი არ დაეღლებათ. ქუსლიან ფეხსაცმელს ვარჯიში და შეგუება სჭირდება და ვეუბნები, სახლში ივარჯიშეთ-მეთქი.

ზოგს მოაქვს ფოტოები, რომელზეც საპატარძლო კაბის ვარიანტია ასახული, ოღონდ თეთრი არა, სხვა ფერში უნდათ – ბაცი ცისფერი, ბაცი ვარდისფერი, წითელი, შავი... კატეგორიულ უარს ვეუბნები, რადგან ბანკეტზე საპატარძლო კაბის ტოლფასი კაბის ჩაცმა არაფრით შეიძლება. უხეშად რომ გითხრათ, გოიმობაა. მშვიდად ვუხსნი ხოლმე, ეს არ ივარგებს-მეთქი. საბანკეტო კაბა უნდა იყოს უფრო დახვეწილი, კლასიკური, არაქალური და გოგონასთვის მისაღები თანამედროვე დეტალებით. 

– რა არის მოდაში 2018 წელს – საბანკეტო კაბა უნდა იყოს მაქმანებით, მძივებით გაწყობილი? ბრჭყვიალა უნდა იყოს თუ სადა?

- მბზინვარე ელემენტებია 2018 წლის მოდის ტენდენციაში მთავარი. 
შავი, მოოქროსფრო, მოვერცხლიფრო, წითელი ფერებია მოდური მბზინვარე ეფექტით. ხელითაც ვამუშავებთ და მბზინვარე ელემენტებს ვუმატებთ. გიპიურებს ვუკეთებთ დეტალებში. მთლიანად გიპიური რომ გამოვიყენოთ, ძალიან გადაიტვირთება, რადგან ახლა რასაც ვიყენებ, ის გიპიურები მძივებითა და თვლებით არის გაწყობილი. 
მთლიანად გიპიურის კაბას, წელს, უამრავი რაოდენობის ბავშვიდან, მხოლოდ ორს ვუკერავთ, მათ აღნაგობას ვითვალისწინებთ. ძალიან კარგი ტანი აქვთ, თხელი გოგონები არიან... ძირითადად აბრეშუმის, ხავერდის, შიფონის ნაჭრებს ვიყენებთ. შიფონი ძალიან ჰაეროვანია.

– რაც შეეხება კაბის სიგრძეს?

– მოკლე კაბებიც მოდაშია და გრძელიც. შეიძლება მუხლს ზემოთ, შუა მუხლზე, მუხლს ქვემოთ ან ბოლომდე გრძელი. ამ დროს მთავარია, როგორი აღნაგობა აქვს ბავშვს და რა მოუხდება. თუ ბავშვი პუტკუნაა, შიფონის ჩაშვებულ კაბას ვუკერავთ. ირიბად იჭრება, ხაზებად ჩადის და ახდუნებს და აწვრილებს. მაღალ წელს ვუკეთებთ, მაღალ ქუსლებზეც რომ დადგება, ტანი იჭიმება და 5 კილოთი ნაკლები ჩანს უკვე.  ახლა გვყავდა გოგონა, რომელსაც კომბინეზონი უნდოდა. საშუალო სიმაღლის ბავშვია, ოდნავ პუტკუნა. თეთრი კომბინეზონი უნდოდა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ და შავს ვუკერავთ. მუქი ფერი უფრო დაათხელებს, წელსაც ავწევთ, მაღალ ქუსლებზე ჩაიცვამს... გრძელი უნდა იყოს – სწორი და ჩაშვებული, ფეხი არ უნდა უჩანდეს.  შლაქსი არ უნდა იყოს, რადგან დაბალი ტანის გოგონებს შლაქსი არ უხდებათ.

გამხდარ გოგონებს ყველაფერი უხდებათ, ოღონდ თავიანთ სტილში. მეც გამხდარი ვარ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიხდენ. აქ გასათვალისწინებელია აღნაგობა, ხასიათი... ზოგი ისეთი გოგონა მოდის, აქამდე საყურეც რომ არ კეთებია. ასეთს უფრო სადა კაბა სჭირდება. ხავერდიც შესაძლებელია, აბრეშუმიც და სამეფო ატლასიც, მაგრამ თავისუფალ სტილში და ისევ თავისივე ქსოვილით გაწყობილი და არა – მბზინვარე დეტალებით. მოკლე კაბა პუტკუნებსაც უხდებათ, ოღონდ თავისუფალი სტილი უნდა იყოს, რომ ნაკლოვანებები არ გამოჩნდეს – თეძო და მუცელი უნდა დაუფაროს.

– მშობლები ეთანხმებიან ხოლმე შვილების გადაწყვეტილებას, რა ჩაიცვან?

– ზოგი დედა–შვილი შეთანხმებულია, ზოგი კი... გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვს უნდოდა დეკოლტე კაბა და დედას - არა. ბავშვს დიდი მკერდი ჰქონდა და დედა მართალი იყო, მაგრამ შვილთან ურთიერთობაში შეეშალა – დედამ შვილს ხალხში შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს. ძალიან გავნერვიულდი. ბავშვი აპროტესტებდა, დედას ვინ ეკითხებაო და დედამისი ეუბნებოდა, ძმა და მამა დაგახევენ თავზეო. 

– რა გადაწყდა ბოლოს?

– დედა ცალკე გავიყვანეთ და ვესაუბრეთ. ბავშვს კი ის გავუკეთეთ, რაც უნდოდა, თუმცა რჩევები მივეცით  და გიპიურით დავუფარეთ დეკოლტე.

ერთი გოგონა მთელი თვე ტიროდა. ვერ გავიგეთ, რა უნდოდა. ამ დროს ბავშვები ძალიან გადატვირთულები არიან, ღამეებს ათენებენ სწავლაში. კაბის შესაკერად რომ მოდიან, კარგად ვეღარ აზროვნებენ. თუმცა, ყველა ასეთი რომ იყოს, გადავიწვებოდი. ზოგი მშვიდი და გაწონასწორებულია.

– დაახლოებით რა ჯდება საბანკეტო კაბის შეკერვა?

– კარგი ქსოვილით კაბის შეკერვის საშუალო ფასი 300 ლარიდან იწყება და ზემოთ ადის.

– ბიჭებმა რა უნდა ჩაიცვან ბანკეტზე?

– ძირითადად კლასიკურ პიჯაკს და შარვალს იცმევენ. მეგობარ გოგონებთან თანხმდებიან ხოლმე. თუ გოგონას, რომელიც  ბანკეტზე ბიჭის პარტნიორი იქნება, ეცმევა ბაცი ვარდისფერი კაბა, ბიჭიც ბაც ვარდისფერ პერანგს იკერავს. კოჭზე უნდა იდგეს შარვალი, ჩავიწროვებული. პიჯაკი მოკლე უნდა იყოს, გამოყვანილი და ერთ ღილზე. ბიჭებში მოდა ძირითადად არ იცვლება. ფეხსაცმელია ხოლმე მთავარი. კოჭზე ჩავიწროვებულ შარვალს ყველა ფეხსაცმელი არ უხდება. უფრო თამაბებს, მაგალითად, ჯინსზეც ჩაუცვამთ ხავერდის პიჯაკი.

– რაც შეეხება ე.წ. ბაბაჩკებსა და ჰალსტუხებს?

– ჰალსტუხი, „ბაბაჩკა“ და სხვა ორიგინალური აქსესუარებიც მოდურია. თუ ბიჭს უყვარს ორიგინალურობა და უხდება, თამამად არჩევს აქსესუარებს.

– ბიჭებიც პრეტენზიულები არიან?

– არა, ძირითადად მშვიდად და წყნარად არიან. იშვიათად აპროტესტებენ ხოლმე სამოსს და ძირითადად, დიზაინერებს გვიჯერებენ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება