„სამგორის ეტალონი“ განსაკუთრებული გულშემატკივრობის ფონზე მიმდინარეობს
17-05-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „სამგორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ისანი-სამგორის სკოლების დირექტორებს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge გააცნო.
ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს. მასში სამგორის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.