სიახლეები
ყველაზე პოპულარული


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ჰასეგავა ტომონორი ესტუმრა
16-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ჰასეგავა ტომონორი ესტუმრა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ინდირა ძაგანია ესწრებოდა.

რექტორმა ჰასეგავას ტომონორის გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება და მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ესაუბრა. ასევე მას ცნობილი ქართველი სპორტსმენი და უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორთაბრძოლებში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ამირან ბიწაძე წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა და ასპარეზობდა.

სტუმარმა მოიწონა საქმიანობა და მიმართულებები, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ახლა ყალიბდება. საუბარში გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და მხარეები სამომავლო, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტი სააქტო დარბაზში, სტუდენტებთან შეხვედრით გაგრძელდა. ბატონმა ჰასეგავამ სტუდენტებთან ისაუბრა იაპონიის ისტორიასა და გეოგრაფიაზე, კულტურასა და ადათ-წესებზე და სტუდენტების მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

პრეზენტაციის დასასრულ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ჰასეგავა ტომონორისთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

კომენტარები


სკოლები
კლასის საათს მასწავლებელი მანანა ფიფია ხელმძღვანელობდა
ღონისძიებაში სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
სკოლაში პროექტი „სკოლა და ჩვენი უცხოელი თანატოლები“ განხორციელდა 
მესამეკლასელები ყოველ პარასკევს აუდიტორიის წინაშე საინტერესო თემებით გამოდიან
სიახლეები
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.



სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად გამოცდას ჩააბარებენ.
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი
დამტკიცდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციების წესი“
საინტერესო
მათემატიკა ცელქი საგანია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და სიზუსტე უყვარს. 
გთავაზობთ ცნობილი პედიატრის აზრის ხველის მკურნალობასთან დაკავშირებით
თითოეული მასწავლებელი თავისებურად დასამახსოვრებელია ჩვენთვის, ზოგი სიმკაცრით, 
კვაზიმოდო და ესმერალდა კინოეკრანებს უბრუნდებიან
კლასში შესვლის წინ კამერა მოსწავლეების სახეს ასკანერებს 
ეტალონი
მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას
ინტელექტ-ჩემპიონატში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ლენტეხის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,
ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება
საზოგადოება