არაგვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა სომხურ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა
არაგვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა სომხურ ენასა და ლიტერატურაში მე-9 და მე-10 კლასებს შორის გაიმართა.
ვიქტორინის მიზანი სომხურ ლიტერატურაში მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და გაღრმავება იყო.
ვიქტორინის პირველ და მეორე ტურში მოსწავლეები კითხვებით და აფორიზმებით ეჯიბრებოდნენ.
მესამე, დასკვნითი ნაწილი კულინარიულ დუელს დაეთმო. მოსწავლეებმა სალათი ლიტერატურული თემის მიხედვით მოამზადეს; მათ ასევე სომხური სიმღერები შეასრულეს.
საბოლოოდ, მეგობრობამ გაიმარჯვა და ყველას სამახსოვრო სიგელები გადაეცა.
ვიქტორინის ორგანიზატორი სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰაიკანუშ გადიანი იყო.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი, ასევე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები