დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ „მეტრომანს“ თბილისის მოსახლეობა უფასოდ მიიღებს
16-05-2018
დაკოპირებულია
-
+
23-იდან 26 მაისის ჩათვლით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ „მეტრომანს“ თბილისის მოსახლეობა უფასოდ მიიღებს - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ტრანსპორტი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაანონსებული ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსებით.
ასევე გვსურს მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია. გუშინ დავამთავრეთ ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 6 ერთეული ვაგონი ივლის საბურთალოს ხაზზე, ეს ვაგონები არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
ასევე, 23-იდან 26 მაისის ჩათვლით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ „მეტრომანს“ თბილისის მოსახლეობა უფასოდ მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.