კერძო სკოლა „განათლებაში“ მოსწავლეებმა დროებით ხაბაზობა შეითავსეს
ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ მასწავლებელმა სოფიკო გობრონიძემ ქართული ენის ორიგინალური გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი მეორე კლასში თემაზე „მუქთი ლუკმა“ ჩატარდა.
მასწავლებლები მოსწავლეებს ცომის მოზელასა და პურის გამოცხობის ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რამაც მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მათ დროებით ხაბაზობა გადაწყვიტეს და პური გამოაცხვეს, რომელიც შემდეგ გემრიელად მიირთვეს.
იხილეთ ფოტოები