სიახლეები


მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასკოლო სპორტული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება
16-05-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა სპორტულ აქტივობებში ჩართული ადამიანების გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე უმნიშვნელოვანესია, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით, პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდება.

მინისტრის თქმით, ჩვენი შვილების სრულფასოვანი და ჰარმონიული აღზრდა, თეორიული ცოდნის დაუფლებასთან და ინტელექტუალური უნარების დახვეწასთან ერთად, მათ ფიზიკურ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც გულისხმობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მთავრობის მეთაურის მოწოდება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ქვეყანის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს.

შესაბამისად, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით, სამინისტროს აქტივობა გაიზრდება და სკოლებში ფიზიკური აღზრდა, კიდევ უფრო გაძლიერდება, მოხდება მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება, რადგან ბავშვების მთელი ენერგია სწავლაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში უნდა იხარჯებოდეს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია განათლებისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ფართომასშტაბიანი კამპანია სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა მოსწავლეს აქვს.

ამასთანავე, გაორმაგდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულ დონეზე ჩაატარებს და მოიცავს მთელ საქართველოს. მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი. ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სკოლებს შორის, მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი შეჯიბრებების ორგანიზება განხორციელდება 9 სახეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, კერძოდ: მხიარული სტარტები, სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, მინი ფეხბურთი (ფუტზალი), კალათბურთი (3x3), ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა (გეზრბენი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, სპორტული და გასართობი აქტივობებით კიდევ უფრო დაიტვირთება სკოლებში ლაშქრობებისა და ექსკურსიების პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და უწყვეტად გაგრძელდება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება