სიახლეები
წიგნები

წიგნები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის იკითხება
14-05-2018
-
+


ყოველთვის როცა წიგნებს ვახსენებთ, ჩაი, პლედი და წვიმიანი ამინდი გვახსენდება. ეს ის განწყობაა, რომელსაც წინასწარ ვიქმნით, რათა დავსხდეთ და წიგნები ვიკითხოთ. 

თუმცა არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვასაც განსაკუთრებული გარემო და განწყობა არ სჭირდება. 

ასეთი წიგნები იკითხება ყველგან, ავტობუსში, ტაქსიში, მატარებელში, ლექციაზე და ხმაურიან წვეულებაზეც კი. 

სია, რა თქმა უნდა, პირობითია და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ის წიგნები, რომლებსაც ყველგან კითხულობთ. 

1. ჯერ კერუაკი - „გზაზე“ - სალ ფარადაიზი თავის მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მას მობეზრებული აქვს ყოველდღიური რუტინა, დაზეპირებული ფრაზები და ფსევდოპოლიტიკა. ამიტომაც, იწყებს სიახლის ძიებას და ცხოვრებას გზაზე. მისი ცხოვრების სტილი ერთგვარი პროტესტია საზოგადოებაში არსებული ერთფეროვნებისა და ზედაპირულობისადმი. „გზაზე“ სამ კვირაში დაწერილი რომანია, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დღეს ამერიკული ლიტერატურის კლასიკადაა ქცეული. 

2. სტიგ ლარსონი - მილენიუმის ტრილოგია - ტრილოგია სამ წიგნს („გოგონა დრაკონის ტატუთი“, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“ და „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“) მოიცავს. ტრილოგია, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 2005, 2006 და 2007 წლებში გამოქვეყნდა და მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნების მთავარი გმირები ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და გოგონა საოცარი უნარებით, ლიზბეთ სალანდერი არიან. მათი საოცარი თავგადასავალი, ბოროტების იმპერიასთან ბრძოლა და უამრავი ინტრიგა მკითხველს იქამდე ითრევს, სანამ ბოლო ფურცელსაც არ ჩაიკითხავს. (2015 წელს ლარსონის რომანების მოტივებზე დევიდ ლაგერკრანცმა მეოთხე წიგნი „გოგონა ობობას ქსელში“ დაწერა, 2017 წელს კი - „გოგონა, რომელიც თვალი თვალის წილს იღებს“). 

3. რეი ბრედბერი - „451º ფარენჰაიტით“ - ამერიკელი მწერლის რომანში მომავლის საზოგადოებაა აღწერილი, რომელშიც აკრძალულია წიგნები, წესრიგს კი მეხანძრეები ამყარებენ. 451 გრადუსი ფარენჰაიტით კი არის ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის. ბრედბერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერალადაა აღირებული. წიგნში ჩვენ ვეცნობით ქალაქს, რომელიც ტექნიკური აღმასვლის პიკზე იმყოფება. მოსახლეობას, რომელიც გაბრუებულია რეკლამებით, ტელევიზიით, ამქვეყნიური სიამოვნებებით. ვეცნობით ასევე ქალაქის „მხსნელებს“ – მეხანძრეებს. სახლები ცეცხლგაუმტარია, ადამიანები ერთმანეთს ძლივს ესაუბრებიან, შემოიფარგლებიან ერთი და იგივე სიტყვების ტრიალით. ეს შედეგები იმით არის გამოწვეული, რომ წიგნების კითხვა არის აკრძალული. სახლს, სადაც ერთ წიგნს მაინც ნახავენ, მაშინვე ცეცხლს უკიდებენ. 

4. ჯ.რ.რ ტოლკინი - ნებისმიერი - არა, „ნებისმიერი“ წიგნის სახელწოდება არ გეგონოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტოლკინის ნებისმიერი წიგნი შეგიძლიათ აიღოთ ხელში და იმწამსვე გადაეშვათ საოცარ სამყაროში. მარტივად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, სამყარო ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ზღაპარი არ იქნებოდა ზღაპარი და ჩვენ უკეთესები ან უარესები. ეს არის მწერალი, რომელიც თქვენს წარმოსახვას უნიკალური ჯადოქრული წარმოდგენებით გაამდიდრებს და თუ მაინც იკითხავთ, აქვე გიპასუხებთ: „ჰობიტი“, „სილმარილიონი“, „ჰურინის შვილები“ და რა თქმა უნდა, „ბეჭდების მბრძანებელი“. 

5. გაბრიელ გარსია მარკესი - „იცხოვრე, რომ მოჰყვე“ - თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ათწლეულები ელოდნენ. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება. შორეულ აჩრდილებთან დასაახლოებლად კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გადაშალოთ წიგნი, რათა მერე შეძლოთ იმის მოყოლა, თუ როგორ იცხოვრეთ. 

წაიკითხეთ ჩვენი შემოთავაზებული წიგნები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება...

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება