ყარაჯალის საჯარო სკოლაში ეკო კლუბის წევრები გარემოს დაცვაზე ზრუნავენ
ყარაჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად, მოქმედებს ეკო კლუბი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.
კლუბის წევრები ყოველ პარასკევს სკოლის ეზოს ასუფთავებენ, რითიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა პასუხისმგბელობის ზრდას ემსახურება.