სიახლეები
წიგნები

რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს? - ანუ რატომ უნდა წავიკითხოთ „თამაში ჭვავის ყანაში“
15-06-2018
-
+


თქვენ იცით რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს? - აი, ჰოლდენმა იცის. ჰოლდენი? - ჰოლდენი აი ის ბიჭია, ტაქსის მძღოლებს რომ უცნაურ შეკითხვას უსვამს – „სად მიფრინავენ იხვები, როცა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება?“. 

და მართლაც სად მიფრინავენ? - ამაზე შეიძლება არ გიფიქრია, არც ფიბის და ელის უფიქრია და არც მისტერ ანტოლინის, აი ჰოლდენი კი დიდხანს ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა და პასუხი მაინც ვერ გაიგო.

ამ დიდ ფიქრამდე კი იყო 1919 წლის პირველი იანვარი. ახალი წლის დადგომასთან ერთად ხორცის პროდუქტების იმპორტიორი ოჯახის ნიუ-იორკულ ცხოვრებაში ახალი წევრი გამოჩნდა. ახალშობილს ჯერომი დაარქვეს, ზემოხსენებული ოჯახი კი ირლანდიური, შოტლანდიური და ებრაული წარმოშობის სელინჯერები იყვნენ.

მწერლის, ჯერომ დევიდ სელინჯერის ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცით. ის რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და ჰყავდა ორი შვილი. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. მისი ყველაზე პოპულარული წიგნი „თამაში ჭვავის ყანაში” 1951 წელს გამოქვეყნდა. 

გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში სელინჯერი ნიუ-ჰემპშირის ქალაქ კორნიშში გადავიდა საცხოვრებლად და განდეგილად დაიწყო ცხოვრება. 1965 წელს გამოაქვეყნა ბოლო მოთხრობა. გაწყვიტა ურთიერთობა მედიასთან, ხალხთან, არავის აძლევდა უფლებას გადაეღოთ მისთვის ფოტო. თუმცა, 1988 წელს პოლ ადეომ მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს ფოტო გადაუღო, რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ პოსტის“ გარეკანზე გამოჩნდა სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო!“ („GOTCHA CATCHER!“). 2010 წლის 27 იანვარს 91 წლის მწერალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურული სააგენტო, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, წერდა, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად საჯარო ცერემონია არ გაიმართებოდა. სააგენტოს აზრით, ამით დაიცვეს განცალკევების და პირადი ცხოვრების საჯარო სფეროდან გატანის ის პრინციპი, რომელსაც მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუპოვრად მისდევდა. 

და მაინც, სად მიფრინავენ ის იხვები? 

გულწრფელი, საინტერესო და მგრძნობიარე ჰოლდენ კოლფილდის პირით მოთხრობილი ოთხი დღე ნიუ-იორკში და არა მარტო, სწორედ ესაა „თამაში ჭვავის ყანაში“, თანამედროვე თარგმანში „კლდის პირას, ჭვავის ყანაში“. მეორე საკმაოდ საინტერესო თარგმანია და თუ დააკვირდებით მასში იმ მეტაფორას ამოიკითხავთ, რაც წიგნის სიუჟეტურ ხაზს გასდევს მეტწილად – კლდის პირას ანუ თამაში კლდის პირას შეიძლება სახიფათო და რისკის შემცველი აღმოჩნდეს. 

ჰოლდენი 16 წლის ყმაწვილია, რომელიც უკვე მეოთხე პრესტიჟული სკოლიდან გარიცხეს და ნიუ-იორკში გაქცევას დააპირებს. იგი დახეტიალობს ქალაქის ქუჩებში და ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს – მონაზონს, მეძავს, ყოფილ მასწავლებელს, გოგოს, რომელიც მოსწონს და სხვებს. საკუთარი თავის, იდენტობის ძიებას იგი იმ აზრამდე მიჰყავს, რომ „სამყარო მატყუარების და გაიძვერების ხელშია“. საბოლოო ხსნას და შველას კი მხოლოდ საკუთარი დის, ფიბის სახით იპოვის. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ სამყაროში მოხდა ძალიან ბევრი რამ, რამაც გაამართლა ამ წიგნის და ჰოლდენის არსებობა. ესაა წიგნი, რომელიც ნებისმიერ დროს, ასაკს, ქვეყანას, ერს ერგება და რა გასაკვირია რომ  60 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.

ბავშვები და მოზარდები, მათი ურთიერთობები – სელინჯერის ნაწარმოებების თანამდევი თემაა, რომელსაც ის განსხვავებულად ეხება და სწორედ ამან განაპირობა კიდეც მისი პოპულარულობა. ფარისევლური და დამღლელი სამყაროს მიღმა უმანკო და გულწრფელი არსებები ცხოვრობენ, რომელთა ბედი თქვენს ხელშია. კლდის პირას, ჭვავის ყანაში თამაშისას რომელიმე ასეთი არსება რომ არ გადავარდეს, სწორედ ამიტომ უნდა ვიყო მე დამჭერი – ამბობს ჰოლდენი. ფიბი კარუსელზე ტრიალებს და მისი შემხედვარე ძმა ხვდება თუ რა არის მისი მისია ამ ცხოვრებაში – იხსნას ბავშვები იმ სამყაროსგან, რომელშიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ტყუილი, ფარისევლობა, გაიძვერობა, უიმედობა, სიყალბე სუფევს. მეამბოხე ჰოლდენ კოლფილდი ბედნიერია. მან თავის კითხვებზე პასუხი ნაწილობრივ იპოვა.

ვინ იცის ახლა რამდენი ადამიანი კითხულობს სელინჯერს, ვინ იცის რამდენმა ადამიანმა ათხოვა ერთმანეთს ეს წიგნი, ვინ იცის რამდენმა გამოიტანა ბიბლიოთეკიდან „კლდის პირას, ჭვავის ყანაში“, ვინ იცის რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს? 

ბოლო კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან პასუხი თქვენი და ჰოლდენის გარდა კიდევ მილიონობით მკითხველმა იცის. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება